ამერიკელი ექიმების აზრით, თაფლი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. ყოველდღიურად მხოლოდ ერთი კოვზი თაფლის მიღება საკმარისია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. თაფლს მძლავრი ანტიოქსიდანტის თვისება გააჩნია და ორგანიზმს ტოქსინებისგან ათავისუფლებს. გარდა ამისა, თაფლს ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია, რაც კანის მდგომარეობას აუმჯობესებს. თაფლი მათთვისაც ნაჩვენებია, ვისაც გახდომა სურს.თაფლის შაქარი ტკბილეულში არსებული შაქრისგან განსხვავდება. თაფლი აჩქარებს მეტაბოლიზმს, რაც წონის დაკლებაში გვეხმარება. ის ქოლესტერინის დონესაც აქვეითებს. თაფლი ასუფთავებს სისხლძარღვებს. თაფლში არსებულ ბუნებრივ შაქარს - ტრეგალოზას გულის შეტევის პროფილაქტიკა შეუძლია. ტრეგალოზა ააქტიურებს ცილას, რომელიც იმუნურ უჯრედებს -მაკროფაგებს არტერიებიდან ცხიმოვანი ჩანართების მოშორებას აიძულებს.