11-დან 30 წლამდე მოსახლების 80%-ს აკნესთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. სან დიეგოს უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობენ ვაქცინაზე, რომელიც ადამიანებს იქამდე დაიცავს, სანამ აკნეს პრობლემა გაუჩნდებათ.ერთ-ერთი მიზეზი, რაც კანის ამ პრობლემას იწვევს აკნეს წარმომშობი პროპიონის ბაქტერიაა (P. acnes), რომელიც ადამიანის კანზე მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება და გარკვეული კუთხით საჭიროც კი არის ორგანიზმისათვის. სწორედ ამიტომ ვაქცინაცია მიმართულია არა ბაქტერიის, არამედ მის მიერ გამომუშავებული ტოქსიკური ცილისკენ. აღნიშნული ცილა დაკავშირებულია ანთებასთან, რომელიც აკნეს წარმოქმნას განაპირობებს.ახალი ვაქცინის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. პროდუქტმა ჯერ კლინიკური კვლევა უნდა გაიაროს.