აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელ სენატორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ მოქმედი ჯანდაცვის პროგრამის, "ობამაქეარის" გაუქმებას მხარი დაუჭირონ. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში „ობამაქეარის“ სახით არსებული კატასტროფის დასასრულის დასაწყისია. სენატში ახალი ჯანდაცვის მიღებასთან დაკავშირებით გამართული ბოლო კენჭისყრა, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ისევ წარუმატებლად დასრულდა და ხმები თანაბრად გაიყო. „ობამაქეარის“ გაუქმება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.