თანამედროვე დამუშავების პროცესში, მარცვლის ყველაზე ფასეული ნაწილი ნარჩენებში მიდის, რჩება მხოლოდ სახამებელი, რომლისგანაც შედგება "უმაღლესი ხარისხის ფქვილი". ანუ თუ თქვენ ყიდულობთ უმაღლესი ხარისხის ფქვილს, ან მისგან გამომცხვარ პურს, იცოდეთ, რომ ის გამოცლილია თითქმის ყველა სასარგებლო ნივთიერებებისგან, რაც ხორბალში შედის.უმაღლესი ხარისხის ფქვილის მისაღებად არცვალი ჯერ იფქვება, შემდეგ იცრება. მარცვლის წვრილად დაფქვევისას ნადგურდება მასში შემავალი ვიტამინები, მინერალები, ასევე უჯრედისის შემცველ გარსი და მარცვლის ჩანასახიც, ამ დამუშავების შემდეგ რჩება მხოლოდ მარცვლის შუა შრე, ანუ სახამებელი.კიდევ ერთი საშიშროება პურის შემადგენლობაში. გემრიელი პურის ერთერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი საფუარია, რომლის ყოველდღიური მიღება, ჩვენი ორგანიზმისთვის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. პურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი გამაუმჯობესებლებია. იმისთვის რომ მომხმარებლისთვის პური გემრიელი და გარეგნულადაც მიმზიდველი აღმოჩნდეს, ფქვილში გამაუმჯობესებლების დამატება ხდება.