10:28
27 იანვარი, 2022, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ავტოქარი
ეს მშვენიერი ავტომობილი უკვე საქართველოშია - გაიცანით Mazda CX-3, რომელიც უკომპაქტურესი ქროსოვერების ულამაზესი წარმომადგენელია
14-07-2017

დღესდღეობით არცერთი სხვა საავტომობილო სეგმენტი არ არის ისე მზარდი, როგორც პატარა SUV-ების კლასი. უკომპაქტურესი ქროსოვერების პოპულარობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არნახულად მატულობს და აღარ დარჩა ავტომწარმოებელი, რომელიც ასეთ ავტომობილს არ აწარმოებდეს, ან მინიმუმ წარმოების დაწყებას არ აპირებდეს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ Mazda CX-3 ამ სეგმენტის ერთ-ერთი ულამაზესი წარმომადგენელია. მისი უფროსი ”ძმის”, CX-5-ის უდიდესმა წარმატებამ იაპონელებს თამამად გადაადგმევინა ნაბიჯი, შეექმნათ კიდევ უფრო კომპაქტური SUV, რომელიც ყველაზე მოთხოვნად კლასში ღირსეულ ადგილს დაიკავებდა. ახლა კი ეს მშვენიერი SUV უკვე საქართველოშია - ჩვენ ის ”მაზდა ცენტრი თეგეტაში” მოვინახულეთ და ცოტა გავისეირნეთ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები