ფეხების გამრუდება მშობლის თავის ტკივილია. განსაკუთრებით მაშინ, როცა პატარა სიარულის დაწყებას არ ჩქარობს. ჩვილობაში ბავშვის ძვლები საბოლოოდ ჩამოყალიბებული ჯერ არაა და დეფექტის გამოსწორება შესაძლებელია. ხოლო თუ ფეხების გამრუდება ფიზიოლოგიური პრობლემა არაა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთაა კავშირში, განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება. მუცელში ყოფნის დროს არასწორი მდგომარეობის გამო ბავშვები ფეხების ოდნავი გამრუდებით იბადებიან. ეს ნორმაა. დაბადების შემდეგ ფეხები ჩვეულ ფორმას უბრინდება. 3-4 წლისთვის გამრუდება თავისით სწორდება, თუ ძვლის განვითარებას არანაირი სხვა ფაქტორი არ ახლავს. თუ ბავშვის ფეხები გამრუდებული რჩება ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: ბავშვის ზედმეტი წონა ან მამოძრავებელი აპარატის სისუსტე.არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვის ფეხების გამრუდება ესთეტიკური კი არა, ორთოპედიული პრობლემაა და მისი უყურადღებოდ დატოვება დაუშვებელია. ფეხების გამრუდებამ შეიძლება ჯანმრთელობაზეც იმოქმედოს - ბავშვს სწრაფად დაეღალოს ფეხები. გაუმრუდდეს ხერხემალი და ზედმეტი დატვირთვა დააწვეს მას.თუ პატარას დე ვიტამინი აკლია, სისხლში იკლებს კალციუმის დონე. ამიტომ ბავშვს დამატებით უნდა შეუვსოთ ამ ვიტამინების ნაკლებობა.აუცილებლად აკონტროლეთ ბავშვს წონა და დაუბალანსეთ კვება.ფეხების მცირე გამრუდებას სამკურნალო გიმნასტიკაც უშველის, რომელიც ორთოპედმა უნდა ჩაუტაროს. გახსოვდეთ ქირურგიული ჩარევა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს. თუ გამრუდებამ 4 წლის ასაკშიც არ გაუარა ბავშვს, თუ ერთი ფეხი მეორეზე გრძელია ან გამრუდება ნორმალურ სიარულში უშლის. სხვა შემთხვევაში ფეხების გამრუდებას შველის სწორი მასაჟი და ვარჯიშები.