მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის დედა შვილს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მისი თქმით, 7 ივლისს თავის შვილს ტელეფონით ესაუბრა, რომელმაც მოუყვა, რომ ხეობაში ტურისტები მოკლეს. დაკავებულის დედა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ობიექტური სიმართლის დადგენას ითხოვს და ამბობს რომ ეს მკვლელობა სხვამ ჩაიდინა, მის შვილს კი აბრალებენ . მშობლები არ ეთანხმებიან გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობენ, რომ მათი შვილი დანაშაულს არ ჩაიდენდა, ის უბრალოდ დააშინეს და ამიტომ არის დაკავებული. ოჯახს , რომელიც წილკანში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, სულ 6 შვილი ყავს. ბიჭის დედა ამბობს რომ დაკავებული ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო.19 წლის მწყემსი ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე დააკავეს.