ეს კვლევა არის ხელისუფლებისთვის ვალერიანის წვეთებივით, რადგან ყველა მაჟორიტარულ ოლქში ცალსახად იქნება ომი, - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, სახელისუფლებო კანდიდატი გია ვოლსკი რეალურად საარჩევნო კამპანიას მხოლოდ ბანერებით აწარმოებს და ამ ფონზე მისი რეიტინგი, რომელსაც კვლევა აჩვენებს, რეალური ვერ იქნება.