ეს კონტრაქტი მემკვიდრეობით დამხვდა და მასში ბევრი რამ მიუღებელი იყო - პროექტი „ენკასგან“ შეიძლება სხვა კომპანიამ გამოისყიდოს - პრემიერი „ნამახვანჰესზე“ - Palitra News

ეს კონტრაქტი მემკვიდრეობით დამხვდა და მასში ბევრი რამ მიუღებელი იყო - პროექტი „ენკასგან“ შეიძლება სხვა კომპანიამ გამოისყიდოს - პრემიერი „ნამახვანჰესზე“

2021-09-27 12:40:36+04:00

ეს კონტრაქტი მემკვიდრეობით დამხვდა, ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ. ბუნებრივია, ამ კონტრაქტში ბევრი რამ მიუღებელი იყო და ამასთან დაკავშირებით ინვესტორთან მქონდა საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც „ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერება შეაფასა.

მისივე თქმით, მთავრობის სუვერენული უფლებაა, რომ ინვესტორს ესაუბროს იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომელიც მოსახლეობას აწუხებდა.