ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი ამერიკაში საქართველოს პრემიერის ვიზიტს აფასებს. იგი აცხცადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში უმაღლეს დონეზე მიიღეს, რაც ამერიკის საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დასტური იყო. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერი დელეგაციასთან ერთად ამერიკაში სამ-დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. პრემიერი შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს, სენატორებს და სხვა ოფიციალურ პირებს.