12:51
26 იანვარი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ეს ხალხი ახლა მატყუარების ხელშია ჩავარდნილი - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?
14-01-2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებ უსახლკარო დევნილებს მხარს უჭერს. ამის შესახებ ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

„მე მხარს ვუჭერ და საზოგადოებაც გვერდში უნდა დაუდგეს სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებ უსახლკარო დევნილებს, რომლებსაც ფეხებზე იკიდებს მთავრობა.

2008-ში, ჩვენ გაეროს თანახმად, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი პროგრამა განვახორციელეთ შიდა ქართლის დევნილთა სახლების აშენების. ათასობით სახლი თავისი ინფრასტრუქტურით აშენდა სამ თვეში. შემდეგ ჩვენ ევროკავშირთან ერთად დავიწყეთ აფხაზეთიდან დევნილების ბინების მშენებლობის პროგრამა, რომელიც 2015 წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო და თითოეულ ოჯახს ჰქონოდა საკუთარი ბინა.

ჩვენ ვაკეთებდით, რასაც ვამბობდით. სამწუხაროდ, ეს ხალხი არის ახლა მატყუარების ხელში ჩავარდნილი. ამიტომ, ერთადერთ საშუალებად რჩება მათი პროტესტი და საზოგადოების თანადგომა, რათა მატყუარა მთავრობას არ გაუვიდეს "დაყავი და იბატონე" პოლიტიკა“, - აცხადებს სააკაშვილი.

AutoPlay
ჯანმო - მსოფლიოში, გასულ კვირაში, კორონავირუსის 21 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა
გამოქვეყნდა 22 წუთის წინ
ხორვატიის პრემიერი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებაზე - მთავრობის სახელით, ბოდიშს ვიხდი უკრაინელების წინაშე
გამოქვეყნდა 23 წუთის წინ
რუსეთის დუმის სპიკერი - აშშ-ს სურს რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც მართვადი და ლოიალური იქნება
გამოქვეყნდა 24 წუთის წინ
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, ფარმაცევტული საწარმოების GMP სტანდარტზე გადასვლის საკითხები განიხილეს
გამოქვეყნდა 29 წუთის წინ
"ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" ოფისთან აქციას მართავს
გამოქვეყნდა 39 წუთის წინ
შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ანაკლიის პორტს გადაჰყვა - მამუკა ხაზარაძე
გამოქვეყნდა 40 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები