„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ტედ ჯონასი ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მიერ ანაკლიის პროექტის პოტენციურ ინვესტორ კომპანია „მერიდიანთან“ გამართულ შეხვედრას აფასებს. მისი განცხადებით, ეს იყო ყველაზე ნეგატიური, არამასპინძლური რეაქცია და დამოკიდებულება, რომელიც საქართველოში 25- წლიანი მუშაობის განმავლობაში ინვესტორების მიმართ უნახავს. ჯონასი „მერიდიანთან“ ცქიტიშვილის შეხვედრას იხსენებს, რომელსაც მისი თქმით, თავად და კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს კიდევ ორი წევრი ესწრებოდნენ.როგორც ჯონასი აცხადებს, ინვესტორის მიმართ მინისტრმა ნეგატიური დამოკიდებულება გამოამჟღავნა. მისივე თქმით, ანაკლიის პროექტს მხარს უჭერს დასავლეთი, თუმცა მთავრობის მხრიდან ვერ ხედავს მხარდაჭერას.