წერილებს არ წერს, სათქმელს პირდაპირ ვეუბნები პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს, - ასე უპასუხა შს მინისტრმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო. გახარია ხაზარაძეს „ჭორაობაში“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ასეთი განცხადებებით თიბისი ბანკის დამფუძნებელი იმუნიტეტის მოპოვებას ცდილობს.