ეს იყო ძალიან მძიმე ტრავმა პირადად ჩემთვის, ეკლესიისთვის და ვფიქრობ, რომ ასეთი ფაქტები როდესაც ხდება აუცილებლად უნდა იყოს რეაგირებაც, - ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ ზუგდიდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ბერის საქმეზე საუბრისას განაცხადა. როგორც მეუფე გერასიმე ამბობს, მამა სიმონი (გიორგი ქავთარაძე) ბერად მისი აღკვეცილია, თუმცა, მონასტრიდან დაბრუნების შემდეგ მასთან არ მისულა და ზუგდიდში საკუთარ სახლში ცხოვრობდა. მეუფე გერასიმეს თქმით, აღკვეცამდე ბერი მონასტერში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა და აღკვეცის შემდეგაც მონასტერში კიდევ რამდენიმე წელი გაატარა.