ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ევროპული საქართველოს დაანონსებული აქციის გაუქმებასა და ბათუმში, ნაციონალური მოძრაობის ჩატარებულ აქციას ეხმაურება. კაპანაძის თქმით, ევროპულმა საქართველომ აქციის გაუქმების გადაწყვეტილება თბილისში გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო მიიღო. კაპანაძის თქმით, ეს იყო პარტიის პასუხისმგებლობა, რომ არ ჩაეგდო ადამიანების სიცოცხლე რისკის ქვეშ. კაპანაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ მნიშვნელოვანი არჩევნების წინ, წინასაარჩევნო აქტივობების გაჩერება არასწორია, თუმცა როგორც კაპანაძემ აღნიშნა, განსხვავება ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დამოკიდებულებებს შორის თვალსაჩინოა