გიორგი სიგუა GEM fest-ის ფინანსურ კრიზისზე საუბრობს . მისი განმარტებით, ერთთვიანი ფესტივალი ფინანსურად წარმატებული არ გამოდგა და ამის მიზეზი მისი მცდარი წარმოდგენა გახდა.
"არ გამოვა რომ არ ვთქვა. ისე როგორც ბევრს აქვს ჩვენს წინაში ფინანსური ვალდებულებები , ასევე ჩვენც გაგვაჩნია იგივე, სხვების მიმართ. არ გამოდგა ფინასნურად წარმატებული ერთთვიანი ფესტივალი და ეს პირველ რიგში იყო ჩემი მცდარი წარმოდგენის შედეგი. ყველა სიკეთესთან ერთად დაგვემატა მრავალჯერადი ფორსმაჟორი: წვიმიანი, ქარიშხლიანი, სეტყვიან-შტორმიანი და მეხიანიც კი, ივლისი. ფესტივალის გახსნიდან 16 დღის განმავლობაში,სულ სამი-ოთხი დღე იყო მზიანი… შემდეგ ტრაგედია - ადამიანის გარდაცვალება, მოწამვლები და შედეგად,საერთო ნერვული ფონი და ქმედებები.კვების და სავაჭრო ობიექტები ვერ გვიხდიან იჯარის ფულს იმიტომ რომ არ აქვთ მუშაობა, ჩვენც არ გვაქვს შემოსავალი და ვერ ვიხდით ბევრ ვალს,როგორც ქვეყნის შიგნით,ისე ქვეყნის გარეთ, უცხოელ პარტნიორებთან. ვცდილობ სიტუაციის დარეგულირებას“ - აცხადებს ჯემ ფესტის ორგანიზატორი.
შექმნილ სიტუაციაში სიგუა გამოსავალს რეალობისთვის თვალის გასწორებასა და სამომავლო მუშაობის დაგეგმვაში ხედავს. აცხადებს რომ ის და მისი გუნდი არც ერთ ვალდებულებას არ გაურბიან.