ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებს ეკა ბესელია ეხმაურება. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებას, მათ შორის პარლამენტის წევრის მხრიდან. ეკა ბესელიამ მადლობა გადაუხადა საპატრულო პოლიციის უფროსს და სამართალდამცავებს იმისთვის, რომ არ აყვნენ პროვოკაციას. მისივე თქმით, არის რიგი შემთხვევები, როდესაც არის გარკვეული შეზღუდვები და მას ყველა მოქალაქე უნდა დაემორჩილოს.