საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის შესაძლოა გენერალური პროკურორი გახდეს უარყოფს. მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი მასთან არ ყოფილა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ ამჟამინდელი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდება, იგი ამ თანამდებობაზე შესაძლოა ნათია მეზვრიშვილმა ჩაანაცვლოს.