06:17
3 მარტი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"ეს გარემოვაჭრეები მოგვაშორეთ, ეს სოფლიდან ჩამოთრეულებიო" - დაპირისპირება გარემოვაჭრეებსა და "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულებს შორის
25-03-2017

"ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს.  ისინი გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ. გარემოვაჭრეების თქმით, მათთან რამდენიმე ადამიანი იყო მოსული, რომლებმაც განუცხადეს, რომ შაბათიდან უნდა შეეწყვიტათ საქმიანობა. თუმცა, მათ არ აქვთ ინფორმაცია, ვინ იყვნენ ეს ადამიანები.  აქციაზე "დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი იმყოფებოდა, რომლის თქმითაც, ხელისუფლება კი არ ცდილობს, რომ გარევაჭრობა მოაწესრიგოს, ის ადამიანებს ლუკმა-პურს ართმევს.

გარემოვაჭრეთა აქციაზე "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მივიდნენ, რასაც შელაპარაკება მოყვა. ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა ასევე შეკითხვით მიმართეს აქციაზე მყოფ "დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელს ლაშა ჩხარტიშვილს, თუ რა შედეგი გამოიღო და რა აზრი ჰქონდა "ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების მხარდამჭერ აქციებს. ლაშა ჩხარტიშვილმა მათ უპასუხა, რომ აქციები კიდევ არის საჭირო. როგორც "ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული აღნიშნავს, მას შემდეგ რაც "ბავშვთა სამყაროს" შენობა დაიწვა, მას სურდა, ვაჭრობა გარეთ გაეგრძელებინა, თუმცა, გარემოვაჭრეებმა 500 ლარი მოსთხოვეს.

AutoPlay
გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა პირადი გადაწყვეტილებით დატოვა, რაც პოლიტიკას არ უკავშირდება
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს - პროკურორი
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
პოლონეთის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა დეპოლარიზაციისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს, როგორ დაესხნენ თავს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს გორში
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ევროკავშირმა და აშშ-მა ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით რუს მაღალჩინოსნებს და კომპანიებს სანქციები დაუწესეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინაში - ჩვენ 2021 წელს ევროპის კონტინენტზე ვართ და ომია, ეს სამარცხვინო რეალობაა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
hm
27-03-2017
und aailgamos mara ra qnan tavebi daixocon SimSilit? ras azlevs mtavroba mat sanacvlod?
არმაგედონი
26-03-2017
მთლიანად ვეთანხმები მთავრობის ამ გადაწყვეტილებას. გარე ვაჭრობა ეს არის ქაოსი, ბნელეთი და წკვარამი ედუარდ და ჯაბა იოსელიანის საქართველოდან. ეს წკვარამი უნდა აილაგმოს!
სხვა სიახლეები