"კონსერვატორმა" დეპუტატებმა - ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.
შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.
ზვიად ძიძიგურის განცხადებით კონსერვატორებს არასოდეს უღალატიათ გუნდისთვის შესაბამისად ვერ დარჩებიან ისეთი პოლიტიკური ძალის გვერდით რომელმაც დანაპირები არ შეასრულა.
შეგახსენებთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. ამის გამო 9 დეპუტატმა უმრავლესობა გუშინვე დატოვეს.