ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის დაკავების ფაქტს, პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ ილია ნაკაშიძე ეხმაურება. ნაკაშიძე დაკავებულს დადებითად ახასიათებს და აცხადებს, რომ საქმე სავარაუდოდ, გონიოში მიწების პრივატიზაციას ეხება. ამასთან დეპუტატი ფაქტს სამწუხაროს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის დაკავება იმის ნიშანია, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.