ელონ მასკის კომპანიამ უკვე მიიღო ნებართვა მიწისქვეშა გვირაბის Hyperloop-ის გათხრების დასაწყებად ვაშინგტონის ქვეშ. როგორც ვაშინგტონ პოსტი იტყობინება, ვაშინგტონის სატრანსპორტო კომპანიამ მასკს მისცა ნებართვა ამერიკის დედაქალაქის ქვეშ, მიტოვებული მანქანების სადგომის ადგილას, დაიწყოს გათხრები. ჯერ ცნობილი არ არის რამდენად მასშატბური იქნება გათხრები და რა ტიპის სამუშაოების განხორციელება იქნება საჭირო, თუმცა კომპანიაში ფიქრობენ, რომ ერთ დღეს მიტოვებული ავტოსადგომი Hyperloop-ის სადგურად გადაიქცევა. როგორც ამბობენ, მგზავრები შეძლებენ ჩაჯდომას ინოვაციურ კაფსულებში, რომლებიც მათ გვირაბში გააქროლებს.
იდეის ავტორის თქმით, გვირაბი ერთმანეთთან დააკვაშირებს ნიუ-იორკს, ფილადელფიას, ბალტიმორს და ვაშინგტონს ნახევარ საათზე ნაკლებ დროში. ვაშიგნტონის გვირაბი არის ერთ-ერთი Hyperloop-ის იმ ბევრი პროექტიდან, რომელიც სამომავლოდ უნდა განხორციელდეს. შეიძლება ერთი შეხედვით გეგონოთ, რომ ეს სატრანსპორტო სისტმე ფანტასტიკის ჟანრიდან არის, თუმცა Hyperloop დღითიდღე უახლოვდება რეალობას . SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელის წარმოდგენით, ეს არის ტრანსპორტირების კონცეფცია, რომლის მიხედვით ადამიანებით სავსე კაფსულები დაბალი წნევის მილში გაივლის და უსწრაფესად მივა დანიშნულების ადგილამდე. როგორც ამბობენ, გადაადგილების ინოვაციური საშუალება არ მოუტანს გარემოს ზიანს და არ დააბინძურებს ჰაერს.