08:40
27 იანვარი, 2022, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ავტოქარი
ეს ძალიან მაგარი გადაწყვეტილებაა, რაშიც მალევე დავრწმუნდით - "აუდიმ" სედანში 400-ცხენისძალიანი ძრავა ჩადგა
09-06-2017

ყურადღება: "აუდიმ" თავმდაბალ 4-კარიან A3 სედანში 400-ცხენისძალიანი ძრავა ჩადგა. ეს ძალიან მაგარი გადაწყვეტილებაა, რაშიც მალევე დავრწმუნდით. ამრიგად, RS 3 სედანი განსაკუთრებული მოდელია. 5-ცილინდრიან ძრავას ავტომწარმოებლები ხშირად ნამდვილად არ იყენებენ, მაგრამ არც იშვიათად. ავტომოყვარულებს კარგად გეხსომებათ დაუვიწყარი 5-ცილინდრიანები Volvo 850-ში, Ford Focus ST-ში ან Lancia Kappa-ში. "აუდის" შემთხვევაში კი 5-ცილინდრიან აგრეგატს საკმაოდ სერიოზული ისტორია აქვს. სწორედ 5-ცილინდრიანებით დარბოდნენ 80, 100, 200 და, რა თქმა უნდა, ლეგენდარული ძველი Quattro-ც.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები