საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედროებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე ქართველი ერის ერთიანობისა და სიამაყის დღესასწაულია. მისი განმარტებით, ეს დღე თითოეულ ჩვენგანს გვახსენებს პასუხისმგებლობას სამშობლოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის მიმართ. ამ კონტექსტით ჯუანშერ ბურჭულაძემ ქვეყნის წინაშე ქართველი ჯარისკაცებისა და ვეტერანების წვლილი აღნიშნა.