"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები პროკურატურის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრას ასევე ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ადვოკატი ესწრება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრაზე ისინი პროკურატურას საკუთარ მოთხოვნებს წარუდგენენ. "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები პროკურატურასთან ხელბორკილებით მივიდნენ. დაზარალებულებმა პროკურატურას მიმართეს და დაზარალებულის სტატუტის მინიჭება მოითხოვეს. აღნიშნულის პარალელურად ორთაჭალაში მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.