პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების პოლიტიკური შეფასებისგან თავს იკავებს. პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი და ამ ჭრილში უნდა იყოს განხილული. კობახიძის განცხადებით, პოლიტიკურ ქვეტექსტზე საუბრობს ოპოზიცია, რაც მოსალოდნელიც იყო.