ეს არის კონკურენცია, ჩვენ არავის თავს არ ვესხმით, - ასე შეაფასა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ რუსთავის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის არსებული ვითარება.
კირკიტაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად იცის, ვინ არის მისი მოწინააღმდეგე და ვინ წარმოადგენს მის სამიზნეს.