"ეს არის ბოლშევიზმი", - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტების კითხვას "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, პარტია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მოსახლეობას კრედიტების დაფარვას ჰპირდება. "ხომ იცით, მაგას რაც ჰქვია?! ეს არის ბოლშევიზმი",- განაცხადა მაჭავარიანმა. ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" ხალხს გარანტიის სერთოფიკატს აძლევს, რომლის თანახმადაც, მათივე მტკიცებით, ხელისუფლებაში პარტიის მოსვლისთანავე საზოგადოებას საკრედიტო დავალიანებებს დაუფარავენ.