ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზრდას, საბერძნეთში, დიდი გამოხმაურება მოყვა. 2021 წლის დასაწყისიდან, 13 ქალი შეეწირა ძალადობას პარტნიორის მხრიდან. მსხვერპლთა რიცხვი იზრდება. ყოველი ამ ტრაგიკული ამბის უკან კი „სიყვარული“ დგას. Lacta შოკოლადის ბრენდია, რომელიც წლების განმავლობაში სასიყვარულო ამბებს უზიარებდა მკითხველებს. მის კამპანიებს არაერთხელ მოუპოვებიათ კანის ლომების ჯილდო. ამჯერად, ბრენდმა გადაწყვიტა გვაჩვენოს, რა არ არის სიყვარული. Ogilvy Greece-ს მიერ შექმნილი ოთხწუთიანი ვიდეორგოლი სახელწოდებით „არასოდეს მიმატოვო“ სიყვარულზე გვიამბობს, რომელიც ბედნიერი მომენტებიდან ტოქსიკურ ურთიერთობად იქცევა. ტრაგიკული დასასრულის შემდეგ, ვიდეორგოლი ქალებს მოუწოდებს, არ დაიხიონ უკან და ხმამაღლა ისაუბრონ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ შევიწროებაზე.