პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ფრაქცია ქართული ოცნების წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით საუბარი იყო, თუმცა კონკრეტულად პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების საკითხის განხილვა არ ყოფილა. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს კაჭრეთში, სასტუმრო "ამბასადორში" შეხვდა. პრემიერ-მინისტრის შეხვედრა დეპუტატებთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან არაფორმალურ გარემოში მიმდინარეობა. შეკრება მედიისთვის დახურული იყო.