მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა და სტუდენტებმა კიდევ ერთი მაღალტექნოლოგიური აპარატი შექმნეს. საუბარი კამერაზეა, რომელსაც დახურული წიგნის წაკითხვა შეუძლია. ეს აპარატი საიდუმლო აგენტებს, ისტორიულ მკვლევარებს, რომლებიც უძველეს დოკუმენტებსა და წიგნებს იკვლევენ, გამოადგებათ. კამერა ტერაჰერცულ რადიაციას იყენებს, ეს რადიაცია სხვადასხვა ქიმიკატთან კონტაქტისას სხვადასხვანაირად იქცევა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მისი გამოყენება MIT-ისა და Georgia Tech-ის მეცნიერებმა.