ქრონიკული დაღლილობის სინდრომი 21-ე საუკუნის დაავადებაა. ქრონიკულად დაღლილი ადამიანები რთული სამუშაო რეჟიმისა და ზოგადად დატვირთული ცხოვრების მსხვერპლნი არიან. სპეციალისტები გირჩევენ რამდენიმე მეთოდს მისგან თავის დასაღწევად. ეცადეთ ყავა ან კოფეინის შემცველი სხვა საშუალებები არ მიიღოთ 6 საათის შემდეგ, დაიწყეთ ფეხით სიარული კვირაში 2-3 ჯერ 30 წუთის განმავლობაში, იკვებეთ სწორად -მიირთვით დღეში რამდენიმეჯერ მცირე ულუფები. აუცილებლად მოიწესრიგეთ ძილი.