ეს ადამიანი არის მსხვერპლი - ეს განცხადება, მეუფე გრიგოლმა მსჯავრდებულ დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილთან ერთად მატროსოვის ციხეში მამა გიორგი მამალაძესთან შეხვედრაზე 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც მეუფე აცხადებს გიორგი მამალაძე არ არის არც დამნაშავე და არც უდანაშაულო და ის გარემოების მსხვერპლია. სასულიერო პირები დაკავებულ დეკანოზს ციანიდის სკანდალის შემდეგ პირველად შეხვდნენ. საკანში შეხვედრის სხვა დეტალები უცნობია, ვინაიდან სასულიერო პირებს ციხეში მისვლის მიზეზებზე არ უსაუბრიათ.