ირლანდიელი MMA მებრძოლი კონორ მაკგრეგორი ხაბიბ ნურმაგომედოვთან წაგებული ბრძოლის შემდეგ ოქტაგონს უბრუნდება და მისი მეტოქე, დიდი ალბათობით, ფრენკი ედგარი იქნება. 31 წლის მაკგრეგორს კარიერაში 25 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 21 მოიგო. ბოლო ბრძოლა დაღესტნელ ხაბიბ ნურმაგომედოვთან 2018 წლის 6 ოქტომბერს გამართა და UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარიც დაკარგა. 38 წლის ფრენკი ედგარი რეიტინგში მე-4 პოზიციაზე იმყოფება.