ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგისას საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა გაჟღერდა. საუბარია ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების მრავალმანდატიანი ოლქებით ჩანაცვლებაზე. მმართველი გუნდის წევრების ინფორმაციით ეს იდეა რადიკალურად განსხვავდება გერმანული მოდელისგან და არ საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამასთან ოპოზიციის შეფასებით საერთაშორისო პარტნიორების დამსახურებაა, რომ ხელისუფლება, რომელიც უარს ამბობდა ოპოზიციის შეთავაზების განხილვაზე, მათი წინადადების მრავალმანდატიან კომპონენტს განიხილავს.