მე და ჩემ გუნდს გვჯეროდა, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდებოდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია იყოს თბილისის მერი. ”დიდი პატივია ვიყო დედაქალაქის მერი. ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან არის სერიოზული გამოწვევები, არის ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც აწუხებს ქალაქს და, შესაბამისად, ამ პრობლემების მოგვარება, პროექტების განხორციელება, რომელიც დაანონსებული იყო ჩვენი გუნდის მხრიდან, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ა.