"ტყვიის საფასურში" ვაცოცხლებთ ისტორიას, ისევ სამანის ერთ-ერთ ლიდერზე, აქტიურ მებრძოლსა და უბრალოდ, საქართველოს ერთიანობას შეწირულ გიორგი ძიგვაშვილზე. ის ვანის რაიონში 1917 წელს დაიბადა. როცა პატარა ბიჭმა ფეხი აიდგა, სწორედ მაშინ გამოცხადდა საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა. ძუძუ მტესავით შეეთვისა გიორგი საქართველოს და საქართელო მას. როცა თავისუფალი ქვეყანა საბჭოთა შენაერთი გახდა, მაშინ ვანელი ბიჭი სულ რაღაც 4 წლის იყო. იზრდებოდა პატიოსან ოჯახში. ის უფროსი შვილი გახლდათ. მამა გააკულაკეს, ჩამოართვეს კერძო საკუთრებიდან 50 ჰექტარი მიწა. დედა, სანიკიძის ქალი იყო. ცოლ-ქმარს მეორე ვაჟი 1923 წელს გაუჩნდა. მაშინ, როცა უფროსი შვილი, გიორგი ბოლშევიკებმა დახვრიტეს, ხოლო მეორე შვილი, პიმენი მეორე მსოფლიო ომის ფრონტს შეეწირა. ოჯახის უკანასკნელი მოჰიკანი, უმცროსი ბიჭი, სულიკო 1947 წელს დაიბადა. მესამე შვილის დაბადებამდე კი კულაკის ვაჟები სკოლიდან გამორიცხეს. საუკეთესო მოსწავლეებმა განათლების მიღება ნათესავის დახმარებით თბილისში მაინც შეძლეს. მერე, უნივერსიტეტში ჩააბარეს. პარალელურად, გიორგი ძიგვაშვილის ავტორობით იმ დროინდელ გაზეთებსა და ჟურნალებში იბეჭდებოდა მისი ლექსები, მის მიერ ნათარგმნი ნაწარმოებები.