ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს პარლამენტში იბარებს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში 22 მარტს ელის, რადგან ეს არის ის თარიღი, რომელსაც რეგლამენტის მიხედვით ემთხვევა პირველი ინტერპელაციის შესაძლებლობა. მისივე თქმით, ქვეყანაში გაუარესებულია კრიმინოგენური ვითაება, რაზეც ოპოზიცია ახსნა-განმარტებას ითხოვს.