კორონავირუსის პანდემიის პირობებში ერთიანი ეროვნული გამოცდები შესაძლოა, ახალი რეკომენდაციებით ჩატარდეს. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროსთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან და განათლების უწყებასთან ერთად ამ რეკომენდაციებზე უკვე მუშაობს.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, სოფიო გორგოძის თქმით, ყველაფერი მოვლენების განვითარებაზე და ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. მისივე თქმით, აბიტურიენტებს რეკომენდაციების შესახებ გამოცდებამდე დაახლოებით, 2 კვირით ადრე ეცნობებათ.
ამასთან, გორგოძის ინფორმაციით, ვირუსის მატარებელ აბიტურიენტებს სავარაუდოდ, გამოცდის ჩატრება სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში მოუწევთ. მისივე თქმით, არ განიხილება საკუთარ სახლში და ასევე ღია სივრცეებში (სტადიონები, ღია მოედნები) გამოცდის ჩატარება.
31 მარტის მონაცემებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 38 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. 15 აპრილს კი აბოტურიენტებისთსვის რეგისტრაციის მეორე ეტაპი სრულდება.