დღეიდან ქვეყანაში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტებს პირველი გამოცდის ჩაბარება ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოუწევთ. მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი იმუშავებს. აბიტურიენტთა რეგისტრაცია ყველა მათგანში დილის 08:00 საათზე დაიწყო.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე. თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით. მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება მინიმუმ 2 მეტრია, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრზე მეტი.