07:38
27 მაისი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია
12-06-2019

2019 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია. გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყება და 24 ივლისს დასრულდება. 1 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით ჩატარდება საბაკალავრო გამოცდები ხოლო 17 ივლისიდან დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება საერთო სამაგისტრო გამოცდები. უფრო კონკრეტულად გამოცდების ჩატარების განრიგის შესახებ ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

უფრო კონკრეტულად, გამოცდების ჩატარების განრიგი ასეთია:

1-2 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა

1 ივლისი (პირველი სესია) - აფხაზური ენა

1 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა

3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები

5 ივლისი (პირველი სესია) - მათემატიკა

5 ივლისი (მეორე სესია) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი

8-9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა

8 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა

8 ივლისი (მეორე სესია) - გერმანული ენა

8 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა

10 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია

11 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია

12 ივლისი (მეორე სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

15 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია

16 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია

19 ივლისი (მეორე სესია) - სამოქალაქო განათლება

22 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა

23 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა

საერთო სამაგისტრო გამოცდები:

17 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა

18 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა

22 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა

23 ივლისი (პირველი სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა

23 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა

24 ივლისი (პირველი სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა

AutoPlay
ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
ნათია თურნავას "გაზპრომთან" არსებული ხელშეკრულების გადახედვის საჭიროებას განმარტავს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
მომავალი თვიდან გერმანია 31 ქვეყანასთან საზღვრის გახსნას აპირებს
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
ეკონომიკის მინისტრი ისტორიული ბორჯომი ჰესის სარებილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები