2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ამ ეტაპისთვის 19 200-მდე აპლიკანტია დარეგისტრირებული, მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე კი -14 ათასამდე მსურველი. ამ რაოდენობაში შედიან გასულ წელს დარეგისტრირებული პრაქტიკოსი პედაგოგებიც, რომელთა გამოცდაც, პანდემიის მიზეზით გადაიდო.ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან აბიტურიენტებს მოუწოდა, რეგისტრაცია 2021 წლის 31 მარტამდე დაასრულონ, რადგან დადგენილი თარიღის შემდეგ სისტემა დაიხურება და ისინი რეგისტრაციას ვეღარ შეძლებენ. მისივე განმარტებით, ხვალ გამოქვეყნდება განახლებული ცნობარი, სადაც აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნება უნივერსიტეტების პროგრამების ჩამონათვალს გაეცნონ.