შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები და მაგისტრანტები ვეღარ დარეგისტირდებიან. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე აღნიშნა რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპად ჩატარდება და ძირითადი ეტაპი 3 აპრილს, 18:00 საათზე დასრულდება. სოფო გორგოძის ინფორმაციით, ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება საინფორმაციო ცნობარი, რომლითაც აბიტურიენტმა არჩევანის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის მონიშვნის შემთხვევაში და რომელიმე მათგანში ჩაჭრის ან რომელიმე არჩევითი საგნის გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც, აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას შეინარჩუნებს.