ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - 41 000 - მდე აბიტურიენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდაზე - 12 000 - მდე კანდიდატი; ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 600 - მდე სტუდენტი დარეგისტრირდა, - ამის შესახებ პალიტრანიუსს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, გამოცდებისათვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი დასრულდა. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ.