15 იანვრიდან სამშენებლო მასალების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება. საუბარია, შემდეგი სახის სამშენებლო პროდუქციაზე: ცემენტზე, არმატურაზე, ელექტროკაბელებსა და პლასტმასის მილებზე. რეგლამენტის თანახმად, იმპორტის გზით სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის, იმპორტიორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქტი ქვეყანაში ვერ შემოვა.
შეგახსენებთ, რომ ტექნიკური რეგლამენტი თავდაპირველად 2018 წლის 15 ნოემბერს ამოქმედდა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ორი თვით მისი მოქმედების გადავადების გადაწყვეტილება იყო მიღებული. სამშენებლო ზედამხედველობის პროცესის ამოქმედების შემდეგ, გამოვლინდა, რომ იმპორტიორთა ნაწილისთვის რთული აღმოჩნდა რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენა, რამაც შექმნა გარკვეული სახის პრობლემები საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტვირთნაკადების რიგებთან დაკავშირებით.