"მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელებს 2020 წლიდან ფარების გამოცვლის ვალდებულება ექნებათ". ამის შესახებ „ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელებს სტიკერების გამოყენების უფლება 2020 წლამდე აქვთ. ამის შემდეგ კი შემოდის ვალდებულება, რომ ფარები გამოიცვალოს. შესაბამისად, მომავალი წლიდან მარჯვენასაჭიანი და ზოგადად, ისეთი ავტომობილებისთვის, რომლებიც შემხვედრი ავტომობილის მძღოლის მხედველობის არეალს ზღუდავენ, სტიკერები ვეღარ გამოიყენება.