თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროპოლიტენის სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისიდან დაიწყება. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება და მგზავრთა გადაადგილება არ შეფერხდება.მისივე თქმით, მეტროპოლიტენის რეაბილიტაციისთვის, ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.