"საქსტატის" მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ხილი და ყურძენი 26.9 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 14.7 პროცენტით,ხოლო პური და პურპროდუქტები 11 პროცენტით გაძვირდა.
"საქსტატი" ოქტომბრის თვის ინფლაციის მაჩვენებელს აქვეყნებს. ერთწლიან ჭრილში დასვენებაზე, გართობასა და კულტურაზე ფასები გაზრდილია 7.3 პროცენტით, ტრანსპორტის ჯგუფში ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3 პროცენტიანი მატება. სასტუმროები, კაფეები და რესტორნების ჯგუფზე: ფასები მომატებულია 6.9 პროცენტით.