11:04
20 ივლისი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
შარლ მიშელი - ერთ თაობაში მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ

ერთ თაობაში მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა , - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, ასოცირების პარტნიორებს შორის მჭიდრო ურთიერთობა მნიშვნელოვანია.

„ჩვენი შეხვედრა აქ თქვენთან, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ლიდერებთან, არის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი და ხაზს უსვამს განსაკუთრებულ კავშირებს, რაც ევროკავშირს მის ასოცირებულ პარტნიორებთან აკავშირებს. და ჩვენ მივესალმებით „ტრიოს“ ინიციატივას, რომ გაძლიერდეს კოორდინაცია ასოცირების პარტნიორებს შორის და ბრიუსელთან. ეს კიდევ უფრო მეტად მოგვცემს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობას, უფრო ფართო დღის წესრიგზე მომავლისთვის. ჩვენ დღეს ასევე განვიხილავთ, როგორ დავნერგოთ უფრო ახლო კოორდინაცია ასოცირების პარტნიორებს შორის და ნება მიბოძეთ, ერთი შეთავაზება გავაკეთო : დავნერგოთ სასამართლო რეფორმის კონკურენტური ნიშნული, ეს სტიმულს მისცემს რეფორმის პროცესს და გაზრდის პარტნიორებს შორის ურთიერთმხარდაჭერას და ხელს შეუწყობს ევროკავშირთან თქვენი ახლო კავშირების გამყარებას.

მიმაჩნია, რომ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ის ლოკომოტივი ტრანსოფრმაციის, კეთილდღეობისა და ზრდისთვის. ეს არის ძლიერი სიმბოლო ღიაობის, ურთიერთნდობისა და ჩვენი თანამშრომლობის. თქვენთვის დამოუკიდებლობის ერთი თაობა არსებობს და ამ ერთ თაობაში მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა. ევროკავშირი თქვენი ყველაზე ერთგული პარტნიორია უფრო მეტი დემოკრატიისთვის, მეტი სტაბილურობისთვის, მეტი კეთილდღეობისთვის და რაც მთავარია, თქვენი ქვეყნების მოსახლეობის სასარგებლოდ,“- აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

AutoPlay
ნათია თურნავა ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხანას ესტუმრა
გამოქვეყნდა 2 წუთის წინ
აბიტურიენტებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირების გამო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვერ გამოცხადდნენ, გამოცდების ჩაბარება 21 ივლისიდან შეეძლებათ
გამოქვეყნდა 3 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 7.19%-ია
გამოქვეყნდა 16 წუთის წინ
საფრანგეთის მთავრობა - ვირუსის გავრცელების მეოთხე ტალღაში შევედით
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
აშშ-ში ძლიერმა ხანძრებმა 1 200 კვ.კმ. ტყის მასივი გაანადგურა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ისრაელის არმია - ლიბანიდან ისრაელისკენ რაკეტები ისროლეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
nikoloz kilasonia
19-07-2021
ერთი თაობის შემდეგ ევროკავშირის კარი კი არა ხსენებაც კი აღარ იქნება, არ იცოდი ვითომ ხომ?
სხვა სიახლეები