სახლში მოტანილი ბოლოკი ხშირად ისეთი მწარეა, რომ მისი მირთმევა შეუძლებელია, სიმწარის გასანეიტრალებლად გათალეთ ბოლოკი და ჩადეთ ის მარილიან წყალში ნახევარი საათით, ასეთი მოქმედების შემდეგ მასში სიმწარეც განეიტრალდება და ნიტრატების ნაწილიც.
გარდა ნიტრატებისა ბოსტნეულში საშიშროებას პესტიციდები და სხვადასხვა ქიმიური საშუალებები წარმოადგენს, რომლითაც მას წამლავენ, მართლია აღნიშნული საშუალებები ბოსტნეულს მწერებისგან და სხვადასხვა დაავადებებისგან იცავს, თუმცა ზრდის ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების რისკს. ამიტომ კარგად დააკვირდით, რეცხვისას თუ ბოსტნეული ქაფთება, ის ქიმიურად დამუშავებულია, მირთმევამდე უმნიშვნელოვანესია ბოსტნეულის ცოტახნით მაინც წყალში დალბობა და შემდეგ კარგად გარეცხვა, ასეთი მოქმედების შედეგად თქვენ შეამცირეთ ბაქტერიების, ქიმიური და მავნე ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრის რისკს.